ვიქტორ ყიფიანი: ევროპული საბჭო ჩვენი რეგიონის მიმართულებით იხედება, ამიტომ ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ევროპის ინტერესებში შედის

Read Time:32 Second

ევროპული საბჭო ჩვენი რეგიონის მიმართულებით იხედება, ამიტომ ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შედის ევროპის ინტერესებში, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებში, – ამის შესახებ „ჯეოქესისი“ დირექტორმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორმა ომმა: მთიან ყარაბაღში და უკრაინაში, ახალი შტრიხები შეიტანა რეგიონში ძალთა ბალანსის გადანაწილებაში, აქედან გამომდინარე პროცესები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს და მოვლენები იმდენად სწარფად იცვლება, ჩვენ გაცილებით უფრო, თვისობრივად ღრმა ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ.

ეს კოოპერირება აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახლო წარსულში მეტად საკამათო პლატფორმა 3+3, რომელსაც რეალურად ბუნებრივი წანამძღვრები არ გააჩნდა, სწორედ ამის საპასუხოდ შეიძლება გამოდგეს საწყის ეტაპზე ბაქოსა და თბილისს შორის საერთო ენის გამოძებნა და შემდეგ ამ დიალოგში ერევნის შესვლა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის
Next post თამარ გაბუნია – თამბაქოს შეფუთვაში ცვლილება 1-ლი იანვრიდან სავალდებულო იქნება, გადაწყვეტილების გადავადებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს