პატიმართა 70 % პროცენტი ვაქცინირებულია, მხოლოდ 1% კი კოვიცინფიცირებული

Read Time:45 Second

პენიტენციურ სისტემაში კოვიდ ინფიცირებული 105 პატიმარია, რაც მათი საერთო
რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს.

შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში
გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით , მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები
სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან . მედიკოსების
მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში
გადიან . მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება .

ამჟამად , 105 კოვიდ ინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ-ერთ სამოქალაქო
კლინიკაშია მოთავსებული . თუმცა მათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე
სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ
სასტუმრო ნაწილში იმყოფება.

39 კოვიდ ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეშია
მოთავსებული.

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი
მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი
დახმარება გაეწევათ.

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა
(NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი
იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ
ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: ჯობს, პირველი ძალის ამბიციით იყო და მაშინ იქნება მეტი შანსი
Next post კახა კალაძე: მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ღირსეული პასუხი იყოს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე