ნუგზარ წიკლაური – „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია

Read Time:1 Minute, 6 Second

ნიკა მელიას წერილი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად ღელავენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იმ ტოტალიტარული წნეხის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“  დიდი მეინსტრიმული პარტიაა და შეიძლება, პარტიაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და სრულიად გასაგებია, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება, არსებობდეს. ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რუსული მმართველობისგან იქნას დახსნილი მიხეილ სააკაავილი. ამასვე გააგრძელებს მომავალში. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც იარსებებს ამ მიმართულებით, ნებისმიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის სასარგებლო. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომელთაც მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი კი არ აქვთ, არამედ პროვოკაციული გარემოს შექმნა. ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა რაოდენობით და ისინი ვერანაირ პოლიტიკურ სურათს ვერ ქმნიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადრეც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, ეს არამც და არამც არ უქმნის საფრთხეს ერთიან კურსს, რომელზეც ფოკუსირებულია პარტია. ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაცია და პოლიტიკური დევნის დასრულება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე: ახლა თუ არის პარტიაში საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებით, წიკლაურმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის.

„არ მგონია, რომ ასეთი საკითხი იყოს. ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, თუმცა გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, როგორ არის უმჯობესი, მოხდეს ქვეყანაში ტოტალიტარული მმართველობის დასრულება, ოლიგარქის ჩამოცილება მართვის სადავეებიდან, ანტიევროპული კურსის შეცვლა და იმ რეციდივების აღმოფხვრა, რაც გამოიხატება მედიამფლობელების, პოლიტიკოსების ციხეში გამწესებით“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ – ბევრი რამ ცხადი გახდა
Next post კიბერ-კლასში მიღება იწყება