მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ – ბევრი რამ ცხადი გახდა

Read Time:27 Second

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ. ბევრი რამ გახდა ცხადი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თავზემოთ ძალა იპოვეს რიგმა ადამიანებმა, რომ დრო დაეთმოთ ბიძინა ივანიშვილის ფულზე საუბრისათვის, მის სანქცირებაზე ზრუნვისათვის და ამას მიუძღვნეს არა თუ განცხადებები – კამპანიები. წარმოიდგინეთ, რა ძალასთან გვქონდა საქმე, რომ ამას მიეძღვნა რეზოლუცია, რომელსაც 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამას მიეძღვნა ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, Credit Suisse-ის გადაწყვეტილებები, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე, მის ფულზე ეფიქრათ, ამ ფულის გაჩერებაზე ეზრუნათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკილი კობახიძის დედა: გია კობახიძეს მდგომარეობიდან რომ გამოიყვან, ეს უნდა შეგეძლოს!„ფორმულას“ ჟურნალისტები სახლში გვივარდებიან და არ გვაძლევენ მოსვენების საშუალებას – საკმარისია!
Next post ნუგზარ წიკლაური – „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია