ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი დატოვებს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება

Read Time:1 Minute, 6 Second

სომხეთი დატოვებს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება. როდის, ამას ვერ გეტყვით – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანმა ფაქტობრივად გაყინა ორგანიზაციაში მონაწილეობა. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს ორგანიზაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია, პრობლემები გაჩნდა იმ მომენტიდან, როდესაც ერევანმა წამოჭრა პასუხისმგებლობის ზონის საკითხი.

„ერევანი ითხოვს, ელოდება და მოითხოვს, რომ ორგანიზაციის პარტნიორებმა უპასუხონ ერთ კითხვას: რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში? ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. მეტიც, ის არსაიდან გამოჩენილა. მანამდე იყო სერიოზული დისკუსიები და მივიღეთ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ და რუსეთის ფედერაციის მკაფიო პოზიცია, რაც არ იძლევა შეუსაბამობის მიზეზებს, რომ სომხეთის სუვერენული ტერიტორია არის წითელი ხაზი მოსკოვისა და ორგანიზაციისთვის. თუმცა 2021 წლის მაისში, აზერბაიჯანის შეჭრის დროს, სომხეთმა როდესაც დააფიქსირა, რომ წითელი ხაზი გადალახული იყო, ორგანიზაციამ არ გადადგა ქარტიაში მითითებული ნაბიჯები და მაშინაც კი ერევანს საჯაროდ არ დაუყენებია კითხვები, ისინი განვიხილეთ სამუშაო რეჟიმში. ორგანიზაცია თუ უპასუხებს კითხვას სომხეთში პასუხისმგებლობის ზონის შესახებ და პასუხი შეესაბამება ერევნის იდეებს, მაშინ არსებული საკითხები მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი ორგანიზაციას დატოვებს. ვერ გეტყვით, როდის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა აზერბაიჯანის მოთხოვნას ოთხი სოფლის გადაცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტავუშის რეგიონში რომელიმე სოფლის დათმობაზე საუბარი არასდროს ყოფილა და არც შეიძლება, იყოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი სომხეთისგან ოთხი სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი – ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო ბრალდებული ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში
Next post ფლიდი, მატყუარა, გაიძვერა ქალია. მისი მთავარი ამოცანა არის, რომ ევროპელებს ანესთეზია გაუკეთოს – სანიკიძე პრეზიდენტზე