ნიკოლოზ სამხარაძე: არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს

Read Time:32 Second

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“. მისი თქმით, ალექსეი არესტოვიჩის ამოცანაა, რომ საქართველო ომში ჩაებას.

„ეს ნიშნავს იმას, რომ არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია, არესტოვიჩს უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული
Next post ბექა დავითულიანი: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებით ახორციელებს სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის სატრანსპორტო სისტემა დაინერგოს