ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული

Read Time:25 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყირიმ-კონგოს სახელწოდებით ცნობილი დაავადება ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.

„ყირიმ-კონგო გახლავთ ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის. მისი ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი – ხავიერ კოლომინას ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ, რომ „ბარსა“ და „რეალი“ ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამტვრევენ ერთმანეთსაც, საზოგადოებასაც
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს