ნიკა რურუა გარდაიცვალა

Read Time:36 Second

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი თავის სახლში ნახეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

ნიკა რურუა მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების თითქმის 4 მლნ ლარით შემცირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის
Next post ზაზა სარალიძე: მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს