ნატო ჩხეიძე: ან ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს ბატონ პრეზიდენტს, ან “ოცნება” პრემიერს გაიმეტებს. ორივე შემთხვევაში ვადამდელის კონტურები ნათელია

Read Time:43 Second

როგორ ვითარდება ამის მერე პროცესები ან ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს ბატონ პრეზიდენტს, ან “ოცნება” პრემიერს გაიმეტებს. ორივე შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების კონტურები ნათლად ისახება, –

“სერიიდან: ხალხი და პრეზიდენტი

სასიამოვნო კი არა და სავალდებულოდ საჭირო სიურპრიზის მომსწრე გახდა პარლამენტის წინ მდგომი ხალხი და კიდევ უამრავი ტელევიზორების წინ მჯდომი მოსახლეობა.

უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება მოისმინა ქვეყანამ.

პარლამენტში არ მიიღეს პრეზიდენტი მოსასმენად, დასვენების დღე არისო და არც სასესიო კვირააო…

არადა, მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს სამშობლოში ხომ პარლამენტის წინ ხდება ხოლმე.

ჰოდა, გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და თქვა:

ხალხი მხარს უჭერს უკრაინას.

პრეზიდენტი ხალხთან არის.

პრეზიდენტი და ხალხი წარმოადგენს ქვეყნის ღირსებას.

ასე ითქვა და ასეც არის!..

და ამ დროს სად არის ქვეყნის მთავრობა?

სად და … ამორალურ პოზიციაზე.

ესეც ასე ითქვა და ასეც არის!..

და როგორ ვითარდება პროცესები ამის მერე?
ან:
ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს ბატონ პრეზიდენტს!…
ან:
ქართული ოცნება პრემიერს გაიმეტებს.

ორივე შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების კონტურები ნათლად ისახება,” – წერს ნატო ჩხეიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები მიიღოს, თუ პუტინი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს
Next post შალვა პაპუაშვილი: ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ