ნათია თურნავა – საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის

Read Time:1 Minute, 3 Second

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად აღმასრულებელ საბჭოში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, ოთხი წლის ვადით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის ქვოტით არის დამტკიცებული.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, შევძლებთ, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გლობალური ტურიზმის განვითარებაზე, მის აღდგენაზე კოვიდპანდემიის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვისაც იქნება პოზიტიური, რადგან ისეთ ცვლილებებს გავატარებთ, რომლებიც მთლიანად, მსოფლიო ტურიზმსაც არგებს და, ცხადია, საქართველოსთვისაც იქნება მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მეტი პოპულარიზაცია, მეტი უსაფრთხო ტურიზმი, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მეტი გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინგა გრიგოლია: სააკაშვილის პროცესი პოლიტიკური თოქშოუ იყო, ექსპრეზიდენტს ასამართლებენ ისინი, ვისზეც სისტემა იდგა მისი მმართველობისას
Next post დავით თორდია-სააკაშვილმა კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და დავკარგეთ სამაჩაბლოს დაარქვა სამხრეთ ოსეთი და დავკარგეთ გაყიდა გარეჯი საინტერესოა რა გეგმები ჰქონდა ლაზიკასთან დაკავშირებით? ნუთუ ის ტერიტორიაც მტრისთვის უნდა ჩაებარებინა