ინგა გრიგოლია: სააკაშვილის პროცესი პოლიტიკური თოქშოუ იყო, ექსპრეზიდენტს ასამართლებენ ისინი, ვისზეც სისტემა იდგა მისი მმართველობისას

Read Time:33 Second

“ეს იყო წმინდა პოლიტიკური შოუ, თოქშოუ, სადაც პროკურორები ძალიან ჰგავდნენ “ოცნების” წევრებს, მოსამართლედ კი იჯდა კაცი, უკვე კარგად ცნობილი კაცი, ბადრი კოჭლამაზიშვილი, რომელიც იმ ცნობილი გადაწყვეტილების ავტორია, რის შედეგადაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს სანდრო გირგვლიანის საქმის გამო დაპატიმრებულები.

ესეც ჩვენი პოლიტიკის ტრაგედიაა, ყოფილ პრეზიდენტს ასამართლებენ ადამიანები, რომელზეც მისი მმართველობისას იდგა სისტემა. აღმოჩნდა, რომ მარტო მოსამართლე კოჭლამაზიშვილი კი არა, ის პროკურორებიც იმავე სისტემის ნაწილი ყოფილან. ადეიშვილის პროკურატურის, რომლებიც დღეს მორალურად კიცხავდნენ მიხეილ სააკაშვილს. მაგალითად, 26 მაიაის გამო, იმ 26 მაისის, თუ არ ეთანხმებოდნენ პროკურატურის გადაწყვეტილებებს, შეეძლოთ დაეტოვებინათ, თუმცა ფაქტია, არც არაფერი გაუპროტესტებიათ და არც სამსახურები დაუტოვებიათ. სისტემას ასამართლებს იმავე სისტემის მსახური ხალხი და ძალიან მარტივად იკითხება ამ ყველაფერში პოლიტიკური სარჩული”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ვალერი გელაშვილს, სანდრო გირგვლიანის ოჯახს, 26 მაისს დაზარალებულებისა და გარდაცვლილის ოჯახებს, უამრავ ადამიანს
Next post ნათია თურნავა – საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის