ნათია თურნავა: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში გვაქვს კლება, რაც ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო

Read Time:52 Second

გამოქვეყნდა იანვრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს იანვარში კლება, რადგან მესამე ტალღა მძვინვარებს მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა დამოკიდებულია არსებულ ვითარებაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გარე ბაზრების ვითარებაზეც, რადგან ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ​მა ისაუბრა.

ნათია თურნავას განმარტებით, ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში პოზიტიური დინამიკა სახელმწიფოს დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია.

„დაახლოებით 16% არის კლება, როგორც ექსპორტში ასევე იმპორტში. ერთი პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 62 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული. ანუ ეს არის თანხა, რითაც მეტია ექსპორტი, ვიდრე იმპორტი, გაუმჯობესებულია ეს ბალანსი. გვაქვს მოლოდინი, როდესაც სტატისტიკის სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტში გვექნება მეტად პოზიტიური დინამიკა, ვიდრე ზოგადად ექსპორტში. შეგახსენებ, რომ გასული წელი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობისთვის, ჩვენ ყოველთვის პოზიტიური დინამიკა გვქონდა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში. ეს ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია. ერთი მხრივ, ჩვენ ვზღუდავთ გარკვეულ აქტივობებს იმისთვის, რომ დავიცვათ ეპიდვითარება, მაგრამ მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვამუშავებთ ბიზნესებს იმისთვის, რომ განხორციელდეს მეტი ექსპორტი, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ“, – განაცხადა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე: არავის აქვს უფლება კანონისა და სამართლის უზენაესობა ფეხქვეშ გათელოს
Next post მამუკა მდინარაძე: „ევროპული საქართველოს“ ერთადერთი იმედი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებაა