მამუკა მდინარაძე: „ევროპული საქართველოს“ ერთადერთი იმედი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებაა

Read Time:38 Second

„ევროპული საქართველოს“ ერთადერთი იმედია, დაბრუნდნენ იქ, სადაც, რეალურად, ყოველთვის იყვნენ, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“. უკვე ხედავთ მიხეილ სააკაშვილის, მათი მსჯავრდებული და დევნილი ლიდერის მოწოდებებს, რომ „ამისთვის გამოინახება ადგილი“, „ის ჩვენი თანამებრძოლია“, „ერთი წარსული გვაქვს“ და ა.შ., – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ორ პარტიას საერთო წარსული, აწმყო და მომავალი აქვს.

„მათი წარსული ცოდვებითა და ძალიან ცუდი ქმედებებითაა დამძიმებული, თუმცა, ამას ისინი დღეს შეცდომებს უწოდებენ. ამიტომ, მათ პერსპექტივა არ აქვთ, თუმცა, როგორც საქართველოში იტყვიან, იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ, რომ რაღაც ერთიანობის ფონი შექმნან. ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისინი პრაქტიკულად დაიშალნენ. როდესაც ლოგიკა სიმართლეზე არ არის დაფუძნებული და ქმედებების საფუძველს სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ წარმოადგენს, ყველა შემთხვევაში, ასეთი ლოგიკაც და პოლიტიკური ძალაც მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში გვაქვს კლება, რაც ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო
Next post მამუკა მდინარაძე – დღეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან გამოვიდნენ როგორც ანარქისტები