ნათია თურნავა: თუ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ, პასუხისმგებლიან მიდგომას

Read Time:47 Second

სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ყველა იმ ობიექტისა და ბიზნესის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრინფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად რესტორნების წინააღმდეგ არაა მიმართული.

„სრულიად სამართლიანი არის ის, რომ ჩვენ გავამკაცროთ მოთხოვნა ყველა იმ ობიექტის და ბიზნესის მიმართ ვინც მიზანმიმართულად დაარღვევს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს, კანონმდებლობით დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ვიტოვებთ დაჯარიმების უფლებასაც და სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ობიექტების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც, ვინაიდან ყველა ეს პროგრამა ფინანსდება ბიუჯეტიდან, ეს არის მოსახლეობის თანხა. შესბამისად, თუ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს ამ რთულ ვითარებაში, რათა შევუმსუბუქოთ მათ ყოფა, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ, პასუხისმგებლიან მიდგომას, ძალიან პასუხისმგებლიან მიდგომას, ვინაიდან ერთად ვქმნით იმ დადებით ფონს, რაც გვეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ეს სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებაა. არ მინდა ვიღაცამ იფიქროს, რომ რესტორნების წინააღმდეგაა ეს მიმართული. ეს შეეხება ყველა ბიზნესს, ვისაც დაწესებული აქვს მოთხოვნები და ვინც სარგებლობს სხვადასხვა პროგრამით, აი ამაზე არის საუბარი – გამგები გაიგებს”, – განაცხადა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა კიდევ 10 წლით გახანგრძლივდა
Next post მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო