მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო

Read Time:29 Second

„მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება.

„თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა წესები დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: თუ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ, პასუხისმგებლიან მიდგომას
Next post ღია და დახურული ბაზრობები იხსნება