ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე – ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები – ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება

Read Time:39 Second

ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია.

თურნავა აცხადებს, რომ მოქმედ პორტებში თავისუფალი ადგილი არაა, იმდენად გაიზარდა დატვირთვა, ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება ძალიან წაეშველებოდა ამ სიტუაციას.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, – აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სვანეთის საპრეზიდენტო რეზიდენცია 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა
Next post მიხეილ ყაველაშვილი სერგო რატიანს და თინა ბოკუჩავას – ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენო