სვანეთის საპრეზიდენტო რეზიდენცია 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა

Read Time:30 Second

სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით,  კომპანიის 100%-ს ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.

სვანეთში  დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

მყიდველმა სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში.

აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა – იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერ იარსებებს
Next post ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე – ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები – ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება