გოგა ხაინდრავა – იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერ იარსებებს

Read Time:1 Minute, 33 Second

ორი სექტა, რომლებიც თავს პარტიებს ეძახიან – „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო, რამდენად არიან პარტიები, საკითხავია და დანარჩენების პარტიულობა უკვე ოჯახურ ბიზნესზე გადავიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

„ამაზე კამათი შეიძლება, საქართველოსთვის რა არის უფრო საინტერესო, მთლიანად მაჟორიტარული თუ პროპორციული. იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერანაირად ვერ იარსებებს. გარდა ამისა, რომც არსებობდნენ პოლიტიკური პარტიები საქართველოში და რომ არ არსებობს ამის მაგალითს მოგიყვანთ. ნებისმიერ თქვენგანს ქალბატონი რუდის თამადობით ვუსვამ კითხვას, იქნებ, ამ 32 პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და აპოკალიფსურ სურათს გვიხატავენ, რომ საქართველოს ელოდება რაღაც სასწაული კრიზისი, საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც საზოგადოებას არ წარმოადგენენ არანაირად და ჩვენ ამაში დავრწმუნდით მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ თვითმარქვიებს არ აქვთ, რადგან ისეთი პარტიები, როგორიც არის მაგალითად დავითაიას პარტია, მაჭუტაძის პარტია, ქარდავას პარტია, მამუკა გამყრელიძის პარტია, რომელიც რამდენადაც ვიცი, რუსეთის მოქალაქეა და ნახევარ დროს იქ ატარებს, თუ რომელიმე თქვენგანი, ვინც აქ სხედხართ, დამისახელებთ მეორე ადამიანს ამ პარტიაში, გარდა იმ ტიპებისა, ვინც მე აქ ჩამოთვალე ან ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, იქნებ, იმან დამისახელოს მეორე ადამიანი მაგათ პარტიაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ჩამოთვლილი პარტიები არ არიან პარტიები და საქართველოში პოლიტიკური პარტიების არსებობა ზოგადად ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„რადგან ის ორი სექტა, რომლებიც თავს პარტიებს ეძახიან – „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ევროპული საქართველო, რამდენად არის პარტია, ეგეც საკითხავია და დანარჩენების პარტიულობა იქ უკვე ოჯახურ ბიზნესზე გადავიდა. თავისი შვილები ჰყავთ ჩართული. მერე გადააბარებენ ალბათ. ამიტომ ეს ვითარება სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რა ინტერესები ამოძრავებთ. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მისი, როგორც ქვეყნის, დამოკიდებულება​ აბსოლუტურად ცალსახად აისახა იმ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტში, რომელიც იყო მიღებული და პრაქტიკულად თვე არ გადის, რომ აშშ-იდან არ მივიღოთ მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე. რაც შეხება ქალბატონ ელიზაბეთ რუდს, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ის, რომ მას, ასე ვთქვათ, ძალიან სიმპათიური ურთიერთობა აქვს და ერთი ტექსტით ლაპარაკობენ ეგ და გიორგი ვაშაძე“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: აქ ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე  
Next post სვანეთის საპრეზიდენტო რეზიდენცია 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა