ნათია თურნავას განცხადებით, ყველა ბიზნეს საქმიანობასა და აქტივობას მკაცრად გააკონტროლებენ

Read Time:39 Second

ნათია თურნავას განცხადებით, ყველა ბიზნეს საქმიანობასა და აქტივობას მკაცრად გააკონტროლებენ, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„სახელმწიფოს მთელი ამ თვეების განმავლობაში დაუგროვდა გამოცდილება, ცოდნა უსაფრთხოების წესისა და პროტოკოლის მართვის, მონიტორინგის, შექმნილია არაერთი ელექტრონული პლატფორმა, რომლითაც თავიდანვე ვაკონტროლებდით თუ როგორ ხდება თვითიზოლაციის წესების შესრულება, კარანტინის წარმოება, ტესტირების განხორციელება. ახლა კი ახალი რეალობისადმი ყველა ამ ინსტრუმენტის ადაპტირება ხდება.

დღეს, საკმოდ მასობრივი ბიზნეს აქტივობა გაიხსნა. მესმის, რომ დარჩა ბიზნესები, სფეროები, ვისაც ეს არ შეეხო, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი მობილობის და მნიშვნელოვანი სფეროები დღეს გაიხსნა. ყველა ბიზნეს საქმიანობა, ყველა აქტივობა ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება და ამიტომ ჩვენ ეპიდემიოლოგებთან შევთანხმდით, რომ ყოველი კვირის ბოლოს შეჯამდება, როგორ იცვლება დადებითობის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი გეგმები შეიძლება დაკორექტირდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებები დიდი ხანია, მზადაა, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტმა ის ცალკეული ძალების პოზიციის გამო ვერ მიიღო
Next post მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკას ეხება