მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკას ეხება

Read Time:35 Second

„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით მოვიქცეთ, როდესაც საქმე ნარკოპოლიტიკას და მის სწორად წარმართვას ეხება“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკომოხმარება ორიენტირებული უნდა იყოს მკურნალობაზე და არა დასჯაზე. ამასთან, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება შემცირდეს ნარკომომხმარებელთა წრე და ამიტომ მკაცრი მიდგომაა საჭირო ნარკოდანაშაულის მიმართულებით, რაც ეხება ნივთიერებით ვაჭრობას.

„მესმის, რომ სამოქალაქო სექტორისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება ჰუმანური იყოს ნარკოპოლიტიკა. მათი მოთხოვნა მიმართულია ამ დოზების რაც შეიძლება გაზრდისკენ, როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გაცილებით დიდი დოზის მოხმარება გამოიწვევს და არა ის, რომელიც ჩვენ გვაქვს შეთავაზებული. თუმცა ჩვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შემუშავდა ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ფუნქციონირებს.

პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავას განცხადებით, ყველა ბიზნეს საქმიანობასა და აქტივობას მკაცრად გააკონტროლებენ
Next post 2020 წელს საქართველოში 30 სკოლა აშენდა