ნათელაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს, კორონა–ვირუსი მოგვკლავს თუ კორონა–ბიძინა?

Read Time:45 Second

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს..

“ახლა ვინც ამას საკუთარ თავზე მიიღებთ ყველამ მაპატიეთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი აშინელება,  დაქცევა, მიტაცება, დათხრა, დარბევა, შიმშილი, სიღატაკე. სიცრუე, წაბილწვა ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული და ვაი, რომ განუკურნებლად, სამუდამოდ. ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი გრიპით წელიწადში 650 ათასი ადამიანი კვდება. ქრისტიანად თავი მოგვქონდეს და ვირუსით სიკვდილის შიშით მზად ვიყოთ მორალურ-ზნეობრივ კომპრომისებზე ნიშნავს, რომ არ ვართ ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა აზრი აქვს დიაგნოზს.

რა გვჭირს ხალხო–ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ბრიტანელებმა ერთ კვირაში გადაირჩიეს პრემიერობიდან ზამთარში გათბობა არ გვქონდაო. ახლა რომ ვკითხულობ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თუ თვით ოპოზიციონერთა ხელისუფლებისადმი შემრიგებლურ პოსტებს თანდათან მიპყრობს შეგრძნება, რომ კიდევ მრავალი წელი დავრჩებით იმ ბოსელში სადაც შეგვყარეს და როგორც სჩანს დამსახურებულადაც. ერთადერთი კითხვაღა მაწუხებს—რა მნიშვნელობა აქვს, კორონა–ვირუსი მოგვკლავს თუ კორონა–ბიძინა? – წერს შალვა ნათელაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი საკარანტინო სასტუმროებია
Next post ეს ნახატი ქართული, ეროვნული სულისკვეთების მაგალითად იყოს-მანანა თოქმაჯიშვილი