მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საზოგადოდ სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად

Read Time:50 Second

სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უხდება, როდესაც მასთან დაკავშირებული საკითხი არაკვალიფიცირებული და არაპროფესიონალური დისკუსიის, ბევრ შემთხვევაში სიმულაციების, სპეკულაციების მიზეზი ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საზოგადოდ სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად, დამოუკიდებლად და რა თქმა უნდა ხარისხობრივი მაჩვენებლები შემოდის. სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უხდება, როდესაც მასთან დაკავშირებული საკითხი არაკვალიფიცირებული და არაპროფესიონალური დისკუსიის, ბევრ შემთხვევაში სიმულაციების, სპეკულაციების მიზეზი ხდება. ამიტომ, თუკი ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება გავამდიდროთ მსჯელობა სასამართლოზე, კვალიფიციური ანგარიშვალდებულების, დისკუსიის სივრცეების შექმნით, რა საკვირველია ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. რეპუტაციულად სრულიად გაუმართლებელი თავდასხმების მომსწრეები ვართ ხშირად. მნიშვნელოვანი იქნება, რომ თვითონ სასამართლომ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია ფაქტების დონეზე დაამუშაოს, შექმნას ასეთი ტიპის სტატისტიკა და ამ გზით გახადოს ხელმისაწვდომი და პოპულარული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლოს გადატვირთულობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება და დასაბუთების ხარისხის გაზრდა – ეს მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების ნაწილია, რომელიც სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტში აისახა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარმოდგენილი იქნება პირველ ნოემბრამდე. დოკუმენტი შესაფასებლად გადაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ოდირს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძეზე: მიშამ და ადეიშვილმა გამოძერწეს სპეციალური პლასტილინისგან და დასვეს. დნება ახლა ეს პლასტილინი და კრუნჩხვებშია
Next post ზურაბ აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება