„მილანის“ ფანები კვარაცხელიას მიმართ გაღიზიანებას დღემდე ვერ მალავენ

Read Time:26 Second

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და „ატალანტასა“ -„ნაპოლის“ მატჩი გამოტოვა, ამას გუნდის წევრები, გულშემატკივრები და საფეხბურთო ექსპერტები გულისტკივილით ეხმაურებიან. ერთადერთი „მილანის“ ფანები არიან, რომლებმაც ირონია არ დამალეს.

„კვარას „ატალანტა“-„ნაპოლი“ მოენატრება… როგორ ვწუხვართ“, – ირონიულ პოსტს „ფორცა მილანი“ აქვეყნებს.

ამ პოსტთან გამოქვეყნებული სურათი აშკარად მინიშნებაა კვარაცხელიას გამო „მილანის“ კარში დანიშნულ პენალტზე, რომელიც მატეო პოლიტანომ ზუსტად შეასრულაა.

„პენალტი სამართლიანად დაინიშნა, მაგრამ „მილანის“ გულშემატკივრები ამას ვერ ივიწყებენ და დღემდე ამაზე მსჯელობენ – ისევე, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი, რომელიც გამუდმებით იხსენებს „ნაპოლისთან“ დაკარგულ სამ ქულას“, – ეს უკვე გამოცემა napolipiu-ს შეფასებაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში რამენაირად დაიჭიროს ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ
Next post დავით კაჭარავა: ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის საელჩომ „პივიტის“ გაყალბებას შეცდომა დაარქვა და ამ შეცდომას კინაღამ გადაჰყვა ქვეყანა