დავით კაჭარავა: ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის საელჩომ „პივიტის“ გაყალბებას შეცდომა დაარქვა და ამ შეცდომას კინაღამ გადაჰყვა ქვეყანა

Read Time:31 Second

ძალიან დიდი სიცრუის მანქანის ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობს საზოგადოება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“-ს წევრმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

„რესპონდენტმა მერე თავი უნდა იმართლოს, რომ ეს ასე არის, თუმცა პირველი შთაბეჭდილების, რომელიც საზოგადოებას შეექმნება, შეცვლა ძალიან რთულია. ეს ყველაფერი არის ჯაჭვი, რომელიც მოდის არასამთავრობოებიდან. მაგალითისთვის 2020 წელს ჩვენ გვახსოვს, რომ „პივიტი“ იქნა გაყალბებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის საელჩომ ამას შეცდომა დაარქვა და ამ შეცდომას კინაღამ გადაჰყვა ქვეყანა. აუცილებელია სატელევიზიო მაუწყებლობის კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა და რაღაც შეზღუდვების დაწესება. რა თქმა უნდა, ამას შერაცხავენ მედიაზე თავდასხმა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. მაგრამ რეალურად ეს კანონმდებლობა მოქმედებს როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში“, – განაცხადა კაჭარავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „მილანის“ ფანები კვარაცხელიას მიმართ გაღიზიანებას დღემდე ვერ მალავენ
Next post ილონ მასკმა დამოუკიდებელ ამომრჩევლებს მოუწოდა, კონგრესის ხვალინდელ არჩევნებში ხმა „რესპუბლიკელებს“ მისცენ