მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში რამენაირად დაიჭიროს ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ

Read Time:32 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში შიდა ბრძოლა მიმდინარეობს.

„ამ ყველაფერს ორი მიმართულება აქვს. ერთი, საზოგადოებაში რამენაირად დაიჭირონ ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ. მათი რადიკალური ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული, რამენაირად დააზიანონ „ქართული ოცნება“. ანუ, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ნიშაზე ებრძვიან ერთმანეთს. ახლა სამეული ცდილობს, „ნაცმოძრაობაზე“ უფრო რადიკალური იყოს. მეორე მხრივ, იბრძვიან, მათ რიგებში წამოწეული ოლიგარქების ფულს ვინ დახარჯავს ამისთვის. მათ ერთმანეთში ბრძოლა აქვთ, ერთი მხრივ, რადიკალიზმზე და ვინ დახარჯავს ოლიგარქების ფულს. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, აზიანებენ ქვეყანას, მის საგარეო იმიჯს. ეს არის შიდაბრძოლა რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის მაგალითი ყველასთვის, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს
Next post „მილანის“ ფანები კვარაცხელიას მიმართ გაღიზიანებას დღემდე ვერ მალავენ