გიორგი ვოლსკი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის მაგალითი ყველასთვის, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს

Read Time:26 Second

სადიზმის ის ხარისხი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ 7 ნოემბერს (და მისი მმართველობის პერიოდში არაერთხელ გამოავლინა), არის სამაგალითო ყველასთვის, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია“, – აღნიშნავს ვოლსკი.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძის თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან კარგი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
Next post მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში რამენაირად დაიჭიროს ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ