მთავრობამ ქუთაისის აეროპორტისა და რიკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა, აეროპორტიდან მგზავრებს კოპიტნარის რკინიგზის სადგურამდე შატლები უფასოდ გადაიყვანს

Read Time:58 Second

მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს რიკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც წლის განმავლობაში შევა ექსპუატაციაში.

„დღევანელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. სადგური რეაბილიტირდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კერძოდ, საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტსა და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროექტი დღეს დამტკიცდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ამ პროექტში სამი მხარე მონაწილეობს – საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს საერთაშორისო აეროპორტსა და სარკინიგზო სადგურს; „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია ავიამგზავრების შატლებით უფასოდ მომსახურებისას გაუწევს ორგანიზებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სადგურსა და აეროპორტს შორის პერიოდული, სწრაფი და ეფექტიანი მიმოსვლა იქნება.

„სულ არის 1,5 კმ მონაკვეთი. შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი, შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატა და კიდე უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოშიც ცნობილი ავიაკომპანიებს ბაზრების ადგილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ოდირის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და შერეული საარჩევნო სისტემები
Next post კახა კალაძის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება