კახა კალაძის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Read Time:29 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  აცხადებს, რომ მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის სრული რეაბილიტაცია მოხდება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება და ამაზე 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები, გამაგრდება საყრდენი. ოთახების სარესტავრაციო სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია მხატვრულ – დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. მთლიანად მოხდება მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია.

როდესაც ვიყავი წინასაარჩევნოდ და დავათვალიერე კადეტთა კორპუსი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ, ვერ წარმოიდგენთ თუ რა მძიმე მდგომარეობაა, იქ ცხოვრება შეუძლებელი და საფრთხის მატარებელია. დავპირდით მოსახლეობას, რომ ჩატარდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორი წელი დასჭირდება ორივე პროექტის შემთხვევაში სამუშაოებს“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობამ ქუთაისის აეროპორტისა და რიკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა, აეროპორტიდან მგზავრებს კოპიტნარის რკინიგზის სადგურამდე შატლები უფასოდ გადაიყვანს
Next post ანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო