ანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

Read Time:56 Second

პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია იმდენად უნიათოა, უკვე ტყუილსაც ვეღარ ამბობს.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს.  იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება – სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? – ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Next post თეა წულუკიანი – ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა, ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, რაც სამარცხვინოა