მეცნიერები: ყავა გულისთვის სასარგებლოა

Read Time:38 Second

ავსტრალიელი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის ხშირად მიღება გულისთვის საშიში არ არის და პირიქით, შეუძლია არითმიის სიხშირეც შეამციროს. ამის შესახებ EurekAlert-ი წერს.

ბეიკერის ინსტიტუტის სპეციალისტებმა კვლევის შედეგები გაანალიზეს, რომელიც კოფეინსა და გულის რიტმის დარღევას შორის კავშირის დადგენას ეხებოდა.

ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც 228 465 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ყავის მიღების დროს წინაგულის ფიბრილაციის რისკი მცირდება.

მეორე კვლევით კი, რომელშიც 111 993 პაციენტი მონაწილოებდა, დამტკიცდა, რომ ფიბრილაციის სიხშირე 13%-ით შემცირდა.

სპეციალისტების თქმით, ყავის მავნებლობაზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია ცნობილი. კოფეინი მოქმედებს, როგორც ნერვული სისტემის სტიმულატორი და ადენოზინის მოქმედებას ბლოკავს, რომელიც წინაგულის ფიბრილაციას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, კოფეინის დოზა, რომელიც დღეში 500 მილიგრამია, გავლენას არ ახდენს პარკუჭოვან არითმიაზე.

რისკი მხოლოდ იმ შემთხვევაში იზრდებოდა, თუ პაციენტები დღეში 9-10 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ. მთლიანობაში, ყავის დღიური უსაფრთხო დოზა 300 მილიგრამია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კახიშვილი: ძალადობრივ დანაშაულზე შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა
Next post რუსეთში საფეხბურთო მატჩი დათვმა გახსნა