მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირების არეალი გაიზარდა

Read Time:36 Second

მესტიის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტირების მასშტაბი გაიზრდება, რადგან ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების 2 შემთხვევიდან, ერთი ქვედა მესტიის მკვიდრია.

„5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება თვითონ დაბა მესტიაში, ასევე კიდევ რამდენიმე სოფელში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს. მუნიციპალიტეტში კიდევ 900-ზე მეტი ნიმუშის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება საჭიროა თუ არა ადგილზე შეზღუდვების გამკაცრება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება
Next post გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს