გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს

Read Time:1 Minute, 18 Second
საქართველოს გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს.
პროკურატურის განმარტებით, იმის გამო, რომ ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი დაენიშნა. სწორედ ამ ადვოკატს გადაეცა საქმის მასალები და ასევე, ეს მასალები გაეგზავნა ბრალდებულს. პროკურატურის განცხადებით, მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა.
სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საკითხზე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს საქმიდან მათ ჩამოცილებას.
მისი თქმით, ეს ნიშნავს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის საქმეში ჩართვას, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ დაცვის უფლების განხორციელებას, ამ საკითხს, მამულაშვილის განცხადებით, წყვეტს სასამართლო.
ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ვინაიდან სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, ეს მათზეც ვრცელდება, რადგან ისინიც დაცვის განხორციელებაში არიან ჩართულები.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირების არეალი გაიზარდა
Next post გოჩა ენუქიძე: თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება