მაღალი მოთხოვნის გამო, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა ერთი დღით გახანგრძლივდა

Read Time:32 Second

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოში რეკორდული რაოდენობის განაცხადი შევიდა.

„გაცნობებთ, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოვიდა რეკორდული რაოდენობის განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესიდეების მიღება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განაცხადების მიღების ვადის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. კერძოდ, აპლიკაციების შევსება გაგრძელდება 26 ოქტომბრის 23:59 საათის ჩათვლით.

აქვე, მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ განაცხადების შევსება და გადაგზავნა მოახდინოთ 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე. ამ პერიოდში, 26 ოქტომბერს, 09:00 – 18:00 საათამდე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 1525. გისურვებთ წარმატებებს!“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გორში გამართავ
Next post ბათუმის ახალი სტადიონის გახსნას ეპიდმდგომარეობა აფერხებს