ბათუმის ახალი სტადიონის გახსნას ეპიდმდგომარეობა აფერხებს
სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დაასრულა და კომპანიის ვებგვერდზე ახალი არენის სურათები გამოქვეყნდა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დამკვეთი აჭარის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული შპს „სტადიონი“ გახლდათ. ამ ორგანიზაციამ ასევე ააშენა სხვა სპორტული ობიექტები, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა – სპორსტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ბათუმის ყინულის სასახლე, ჩაქვში ძალოსნობის ბაზა.
სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დაასრულა. სტადიონის ტევადობა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.
მშენებლობა დასრულებულია და გახსნის მატჩს ელის, რაც ორჯერ, მაისსა და ივნისში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ორი მატჩი დაგეგმა და განაცხადი ეუფაშიც გააგზავნა. სფფ-ს სურს, რომ ნოემბერში ბათუმის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლოს, მაგრამ ბათუმში ოქტომბრიდან გაუარესებული ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გამო, ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...