მამუკა წოწერია: ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ყველა სოფელს პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდეს

Read Time:42 Second

„ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობას სოფელ ჩხორიაში ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმით ჩავიდა და მოსახლეობისგან დამატებითი საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.

„აღსანიშნავია, რომ სოფელში, ჩვენი ხელისუფლების დროს 35-მდე პროექტია განხორციელებული, როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. აღსანიშნავია, რომ სოფელი არის სრულად გაზიფიცირებული, უმეტესობას მოგვარებული აქვს წყალმომარაგების პრობლემა და დაისახა შემდეგი პრიორიტეტები – ეს გახლავთ გზის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულება საკუხალეიშვილოს უბანში და წყალმომარაგების გარეშე  დარჩენილი მოსახლეობის მცირედი ნაწილისთვის პრობლემის მოგვარება, რომელი აუცილებლად უახლოეს სამოქმედო გეგმაში აისახება. ასე, რომ ჩვენს სოფლებს ყველა ის პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდება და სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რათა ძირითადი გამოწვევები სრულად იყოს აღმოფხვრილი“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერობის კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან გამართულ ინდივიდუალურ შეხვედრებზე  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია  იმყოფებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვეხმარება
Next post გიორგი ტყემალაძე – ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა