გიორგი ტყემალაძე – ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა

Read Time:33 Second

 „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივებს გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.  მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, ის ცალკეული მოთხოვნები, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეტაპობრივად მოგვარდება.

„გასული ოთხი წლის მანძილზე, დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის სასიცოცხლო რეფორმა გატარდა და ძალიან ბევრი პროგრამა წარმატებით განხორციელდა. რა თქმა უნდა, ცალკეული გამოწვევები კვლავ რჩება და მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მოსახლეობა მანდატს შემდეგი ოთხი წლით მოგვანიჭებს, არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება. ჩვენ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით მუშაობის ტემპები გაიზრდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია: ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ყველა სოფელს პირველადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოუგვარდეს
Next post იოსებ ხახალეიშვილი – ქუთაისი არის დიდი ტრადიციების ქალაქი და ასევე უნდა ვაქციოთ დიდი ინოვაციების ქალაქადაც