იოსებ ხახალეიშვილი – ქუთაისი არის დიდი ტრადიციების ქალაქი და ასევე უნდა ვაქციოთ დიდი ინოვაციების ქალაქადაც

Read Time:45 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის  მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად განაგრძობს. იგი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი შენგელიასთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად   გამარჯვების ადმინისტრაციულ  ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

იოსებ ხახალეიშვილმა  ადგილობრივებს  ახალი სავაჭრო ცენტრის  -” კარფურის“   გახსნა  მიულოცა და  ქუთაისში  ახალი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაანონსა, რომელიც ახალი სამუშაო  ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
მერობის კანდიდატმა  მოსახლეობას განხორციელებულ, მიმდინარე და  დაგეგმილ პროექტებთან ერთად, სკვერების  მშენებლობის პროექტი წარუდგინა, რომელზეც  ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა   პროგრამებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელსაც  მერია აფინანსებს.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქუთაისსა და ქუთაისელებს   აწუხებს და  რომელთა მოგვარებაზე,  მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ ერთად  იზრუნებს.

„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან თითოეული ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში. ქუთაისი უნდა ვაქციოთ  განათლების მნიშვნელოვან კერად, ეკონომიკურად ძლიერ და ტურისტებისთვის მიმზიდველ  ქალაქად, ქუთაისი არის ტრადიციებისა  და ინოვაციების ქალაქი“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ტყემალაძე – ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა
Next post ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციამ წინასწარ იცის, რომ მარცხისთვის განწირულია