მამუკა მდინარაძე: წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი რომ ასე გამოჩნდა, ღიად და აშკარად, რამდენი მილიონია იმის უკან დახარჯული – ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება

Read Time:1 Minute, 10 Second

წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი რომ ასე გამოჩნდა, ღიად და აშკარად, რამდენი მილიონია იმის უკან დახარჯული – ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება, – ამის შესახებ პარტია „ქათული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მოპარული მილიონები გიული ალასანიას ხელში აღმოჩნდა, გადაირიცხა ლობისტურ კომპანიაზე, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, რომ 6 თვის თავზე გამოექვეყნებინა ეს ყველაფერი. მოპარული თანხებით ხდება მისი ლობირება, თქვენ წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი, რომ ასე გამოჩნდა ღიად და აშკარად რამდენი მილიონია იმის უკან დახარჯული. როგორც კი ეს მოხდა, ამის გადასაფარად რას აკეთებენ იცით?! დასდევენ უმრავლესობის დეპუტატების, მათ შორის ჩემს დეკლარაციებს, რომ იქ რაღაც აღმოაჩინონ, 5-6 ათას ლარიანი მიწის ნაკვეთი და ა.შ. იმისთვის, რომ თავისი მოპარული მილიონობით დოლარი გადაფარონ. როგორც კი ამხელ რაღაცაში იმ წუთას რაღაც ამბებს იგონებენ და აკეთებენ გაღმა შედავებას. მილიონი დოლარი, გადარიცხული ლობისტებთან, პირველი ნიშნავს იმას, რომ ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება. მეორე, კითხვა გაჩნდა თუ საიდან ჰქონდა ამ ოჯახს ამდენი მილიონი და ამაზე ის პასუხი, რომ ახლობლები და ნათესავები მირიცხავენ უკვე სისულელეა. ამ კამპანიით შედეგი რომ ვერ მიღო და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, იძულებულები, რომ გახდნენ გამოექვეყნებინათ ხელშეკრულება, ეს იყო მათთვის ტრაგედია, დამერწმუნეთ. მათ ეგონათ, რომ შედეგი მიღწეული იქნებოდა, ამდენ მილიონს რომ დახარჯავ, ამდენი პატრონი გამოგიჩნდება, სუბიექტური ინტერესიც ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის მიმართ თუ წინააღმდეგ, მათ შორის ომში ჩართვის და ა.შ. არანაირი შედეგი რომ არ გექნება, ამიტომ იყო ტრაგედია და სკანდალი მათთვის ის, რაც გამოვლინდა. მათ ეგონათ, რომ სააკაშვილს გაუშვებდნენ, დააბულინგებდნენ ქართული სახელმწიფოს, ამ კამპანიის შემდეგად ის გათავისუფლებული იქნებოდა და ეს ხელშეკრულება არავის გაახსენდებოდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – უგულავას ან სხვას რატომ უნდა დაეშვა, რომ სტრასბურგის სასამართლო მხარს დაუჭერდა, თავადაც იციან, რომ ბიუჯეტიდან სერიოზული თანხა მოიპარა
Next post იუსტიციის მინისტრი თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს