იუსტიციის მინისტრი თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

Read Time:19 Second

რატი ბრეგაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. იუსტიციის მინისტრი იზიარებს დაღუპული ადამიანების ოჯახების ტრაგედიას.

თურქი ხალხის მხარდასაჭერად, რატი ბრეგაძის ინიციატივით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ თურქი ბრალდებულ/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათეულობით ათასია, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამუშაოებში 100 ქართველი მაშველია ჩართული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი რომ ასე გამოჩნდა, ღიად და აშკარად, რამდენი მილიონია იმის უკან დახარჯული – ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა