მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ოჯახური ღირებულებები არის ის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის. უფლებები არის სხვა და პროპაგანდა, მისი მავნე ზეგავლენა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია არის სხვა
„ნელ-ნელა ჩაერთო „ნაცმოძრაობა“, ეპარებიან თემას გვერდიდან. მათ აერთიანებთ ამ პროპაგანდის მხარეს დგომა და გარდა მათი რეალური გაერთიანებისა, უკვე აღმოჩნდა, ვერცერთმა გაუბედა თავის პატრონს, ეთქვა, რომ ეროვნული ამოცანა, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული ოჯახური ღირებულებების დაცვის, ჩვენი მომავალი თაობების დაცვის კანონპროექტია და მოდი მხარს დავუჭერთ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ეს თემა ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს მმართველი პარტია ამ კანონპროექტით ვინმეს ებრძვის. მისი თქმით, ეროვნული იდენტობა, ჩვენი შვილების მომავალი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. „ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, ჩვენ ვიღაცას ვებრძვით. ჩვენ თავს არავის ვესხმით, პირიქით, ჩვენ ვიცავთ მომავალ თაობებს, ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვიცავთ, რომ ჩვენთან ვიღაცამ ტრანსგენდერ ბავშვებს არ მიმართოს. რა ტრანსგენდერი ბავშვი? ბავშვი არის ბავშვი. ჩვენ ვიცავთ იმისგან, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან ვინმე კერძო პირმა თითის ქნევა არ დაუწყოს ვინმეს, რომ დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი, და, ძმა, ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს. დედა და მამა კი არა- მშობელი. ჩვენ ამისგან ვიცავთ ჩვენს იდენტობას. ჩვენ სხვანაირი კულტურა გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას. ეროვნული იდენტობა, ჩვენი შვილების მომავალი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. მათზე მავნე ზეგავლენა არის, რაც უნდა გამოვრიცხოთ და ოჯახური ღირებულებები არის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის. ეს უნდა გავმიჯნოთ. უფლებები არის სხვა, პროპაგანდა, მისი მავნე ზეგავლენა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია, პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა არის სხვა“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს
„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე...