ალექსანდრე იაშვილი – საბერძნეთთან მოგება ახალგაზრდებისთვის მაგალითია, რომ ყოველთვის ღირს, ოცნებისთვის ყველაფერი გააკეთო

Read Time:30 Second

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უმთავრესია ერთობა და ყველამ ვნახეთ, ამას რა ძალა აქვს. როდესაც პროცესი სწორად მიდის, ყველა ერთიანია. რასაც ნაკრებში ფეხბურთელები გრძნობენ, ეს შემთხვევითი არ არის. შედეგი ყოველთვის დიდი შრომის და ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შემდეგ მოდის.

დარწმუნებული ვარ, საბერძნეთთან მოგება ჩვენი ახალგაზრდებისთვის მაგალითი იქნება, რომ ყოველთვის ღირს, ოცნებისთვის ყველაფერი გააკეთო. 26 მარტის წარმატების მთავარი აზრი სწორედ ესაა – მომავალმა ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იშრომონ და დაუფასდებათ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, ეს კარგია, მაგრამ ასევე უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, წინ უფრო მეტი სიხარული გველოდება“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ცხადაძე: ფაქტია, მამარდაშვილი უკვე მსოფლიო დონის მეკარეა და ეს გუშინ დაამტკიცა
Next post მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ოჯახური ღირებულებები არის ის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის. უფლებები არის სხვა და პროპაგანდა, მისი მავნე ზეგავლენა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია არის სხვა