მამუკა მდინარაძე – ისტორიული გადაწყვეტილება, მიღებულია

Read Time:55 Second

გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალ წელს საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.

„ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ვადა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია. 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც 2000 ლარზე ნაკლები ძირი ჰქონდა და შემდეგ გაუპრობლემდა. საუბარია იმ ადამიანებზეც, რომლებსაც გაუპრობლემდათ მას შემდეგ, რაც 2000-ზე ნაკლები თანხა დარჩათ გადასახდელი. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში და ახალ წელს, 600 000-ზე მეი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
Next post 13 წლის გიდი უშგულიდან, რომელმაც ოთხი ენა იცის და ცხრა წლიდან საკუთარი შემოსავალი აქვს!