მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი

Read Time:1 Minute, 8 Second

არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები და მუქარები და ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული. ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში. ამ ადამიანის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხად​ა.

„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი და სააკაშვილი, მისი ქმედებები, მისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით ვერ იქნება. სააკაშვილის არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული – ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი შეჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრა. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირების მხრიდან ყოველთვის, მაგრამ რეალობა არის სხვა. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები და მუქარები და ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული. ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში. ამ ადამიანის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა​“, – აცხადებს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადრია გვილდიანი-რამდენიმე გაცვეთილი ევროპარლამენტარის მხრიდან, ახალი გზავნილები წამოვიდა…მოდით ლოგიკას მივყვეთ რომელი მთავრობა არ იმსახურებს?! – რომელმაც ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება , რომელმაც მოიპოვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელმაც მიიღო ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც უამრავი რეფორმა გაატარა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიცაზიის კუთხით? ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!
Next post ხათუნა ხოფერია-თუ ვინმეს რაიმე ჯილდოს გადაცემა სურს, ჯერ ეს ადამიანები მოიძიეთ და დააჯილდოეთ…ეეე, ვიღაც ავადმყოფო, ჭკუაზე მოდი და ეროვნულ ტკივილს, ეროვნულ ღირებულებებს ნუ ეთამაშები! გაიგეე!!!… ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!!!