ადრია გვილდიანი-რამდენიმე გაცვეთილი ევროპარლამენტარის მხრიდან, ახალი გზავნილები წამოვიდა…მოდით ლოგიკას მივყვეთ რომელი მთავრობა არ იმსახურებს?! – რომელმაც ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება , რომელმაც მოიპოვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელმაც მიიღო ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც უამრავი რეფორმა გაატარა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიცაზიის კუთხით? ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!

Read Time:50 Second

რამდენიმე გაცვეთილი ევროპარლამენტარის მხრიდან, ახალი გზავნილები წამოვიდა. ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და არა ხელისუფლებაო. გარდა იმისა, რომ ეს განცხადება ამორალური და სპეკულაციურია, ამასთანავე გონიერებისგანაც ძალიან შორს დგას. სინამდვილეში ხალხის და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნის უაზრო რიტორიკა შარშანდელი უსამართლობის გადაფარვას ემსახურება.

მოდით ლოგიკას მივყვეთ

რომელი მთავრობა არ იმსახურებს?! – რომელმაც ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება , რომელმაც მოიპოვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელმაც მიიღო ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც უამრავი რეფორმა გაატარა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიცაზიის კუთხით? ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!

მთავრობა რომ გვერდზე გადავდოთ და მათ ლოგიკას მივყვეთ, ხალხი იმსახურებსო რომ ამბობენ, იგივე ქართველი ხალხი არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს? ცხადია – იმსახურებდა! მაგრამ, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო მაშინ ევროკავშირმა და ამის აღიარება ძალიან უჭირთ. ზუსტად ამიტომ არის ხალხის და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა ფარისევლობა.

გარდა ალოგიკურობისა, ხალხის და იმავე ხალხის მიერ არჩეული მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა იდიოტიზმთან ერთად სახიფათო ტენდენციაა, რაც ახალისებს პოლარიზაციას და ხელს უწყობს ნიჰილიზმის დანერგვას. ამიტომ, ზოგიერთ ევროპარლამენტარს ვურჩევ იყვნენ სამართლიანები, მიხედონ თავიანთ საქმეს და თავი დაანებონ ანტი ქართული საქმის კეთებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონპროქტზე: ნარატივი, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ის ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, ცრუ აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ჩანაწერი ვენეციის კომისიას არ გაუკეთებია
Next post მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი