მამუკა ბახტაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია

Read Time:35 Second

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბევრი ჭორი გავრცელდა, თუმცა არც ერთი მათგანი რეალობას არ შეესაბამება.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ახლა ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და ხედვების რეალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თქვა, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს განიხილავს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს – დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
Next post ,,კროტით“ მოწამლულ ბავშვებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი