,,კროტით“ მოწამლულ ბავშვებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი

Read Time:20 Second
მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავფრცელებს.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოში განაცხადეს, 5 და 9 წლის ბავშვებს მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 5 წლის გოგო საავადმყოფოში 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია
Next post ცნობილია რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებს სექტემბერში წიგნებს უფასოდ