ლერი ხაბელოვი: ტოკიოში, ფაქტობრივად, ყოველმა მეოთხე ქართველმა სპორტსმენმა აიღო მედალი – ეს ძალიან დიდი წარმატებაა

Read Time:1 Minute, 0 Second

ტოკიოში 33 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილები. ფაქტობრივად, ყოველმა მეოთხემ აიღო მედალი – ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ალტერნატიული დათვლით, ჩვენი ზომის ქვეყნებში მერვე ადგილზე ვართ. საერთო გუნდურ ჩათვლაში, 206 ქვეყნიდან 33-ე ადგილზე გავედით. 11 656 სპორტსმენი მონაწილეობდა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, რაც რეკორდული მაჩვენებელია, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, – ამის შესახებ ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა განაცხადა.

„დღეს მართლაც საზეიმო დღეა. ჩვენ სიამაყით ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწიეს დიდ წარმატებას. 8 მედალი ისტორიული მიღწევაა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ვერ ახერხებდნენ საქართველოს გუნდები ამდენი მედლის აღებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს სპორტსმენს, მწვრთნელს, ფედერაციის წარმომადგენელს, სამედიცინო ჯგუფს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო ამ დიდი ღონისძიების ორგანიზებაში. ტოკიოში 33 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილები. ფაქტობრივად, ყოველმა მეოთხემ აიღო მედალი – ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ალტერნატიული დათვლით, ჩვენი ზომის ქვეყნებში მერვე ადგილზე ვართ. საერთო გუნდურ ჩათვლაში, 206 ქვეყნიდან 33-ე ადგილზე გავედით. 11 656 სპორტსმენი მონაწილეობდა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, რაც რეკორდული მაჩვენებელია, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს მისი დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის არა მხოლოდ ამ სპორტსმენების დაფასება, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პროპაგანდა. წინ ბევრი ღონისძიება გველოდება – 3 წელიწადში პარიზის ოლიმპიადაა. ჩვენ გვინდა 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში ჩავატაროთ“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: თითოეულ მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის სქემა აქტიურად დამუშავდა
Next post კახა კუჭავა ოლიმპიელებს: თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის, როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით