„ლელოს“ ფრაქცია შესაძლოა, მეორედ დაიშალოს, ხოლო პარტიას დაფინანსება შეუწყდეს

Read Time:38 Second

ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს. ამის მიზეზია რეგლამენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფრაქციაში შვიდი წევრი უნდა იყოს. ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის ხელმძღვანელი და ფრაქციის მეშვიდე წევრი იყო.

იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია ბადრი ჯაფარიძეს არ ჩაანაცვლებს, დღის წესრიგში ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება. მეათე მოწვევის პარლამენტში „ლელოს“ ფრაქცია ერთხელ უკვე მაშინ დაიშალა, როცა მანდატზე უარი მამუკა ხაზარაძემ თქვა.

ფრაქციაში მამუკა ხაზარაძის ნაცვლად დილარ ხაბულიანი შევიდა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან მოხვდა.

რაც შეეხება პარტიას, პირველ თებერვალს ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია.

მოქმედი ნორმით, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გაიხსენოს, ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ შესწყვეტოდათ მანდატები
Next post მამუკა ხაზარაძე: ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარვადგენთ შუალედურ არჩევნებში