ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გაიხსენოს, ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ შესწყვეტოდათ მანდატები

Read Time:45 Second

ის ყველაფერი, რაც გვესმის ოპოზიციის მხრიდან, ადასტურებს რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძველი აქვს, რაც თავად ოპოზიციამ შექმნა.

„ნახევარ წელიწადზე მეტი მათ გაატარებინეს არა მარტო უმრავლესობას, არამედ ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით მათ ასე ვთქვათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება ის, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის თავად ოპოზიცია, მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ შესწყვეტოდათ მანდატები“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე
Next post „ლელოს“ ფრაქცია შესაძლოა, მეორედ დაიშალოს, ხოლო პარტიას დაფინანსება შეუწყდეს