ლევან ქარუმიძე – მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ

Read Time:25 Second

საბერძნეთში ვიზიტისას ჩვენს პარტნიორებთან დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საბერძნეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ლევან ქარუმიძემ მადლობა გადაუხადა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ.

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, მათ შორის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ“, – განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი ანგელა მერკელს: თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და კაშკაშა შუქი
Next post დღეს საქართველოს ეროვნული გმირი 49 წლის გახდებოდა